პროექტის გუნდი

სიუზენ ჰარის-ბრანდტსი, პარტნიორი |  HBAS, M.Arch, PhD, OAA, LEED AP BD+C
harrisbrandts@collectivedomain.com

სიუზენი კოლექტიური სივრცის თანადამაარსებელია. იგი გახლავთ ლიცენზირებული არქიტექტორი ონტარიოს პროვინციაში (OAA) და ფლობს LEED-ის მიერ გაცემულ არქიტექტურული დიზაინისა და მშენებლობის აკრედიტებული პროფესიონალის (AP BD+C) წოდებას. სიუზენი კარლტონის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანიზმის მიმართულების ასისტენტ-პროფესორია და ასევე აფილირებულია ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტთან. მას კვლევისა და დიზაინის მიმართულებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უმუშავია, მათ შორის - ტორონტოში, ვანკუვერში, ლონდონში, დასავლეთ სანაპიროზე (პალესტინა) და აბუ-დაბიში. სიუზენმა ურბანიზმისა და რეგიონული კვლევების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) მიიღო, არქიტექტურის მაგისტრისა კი - ვატერლოოს უნივერსიტეტში. საკუთარ კვლევით საქმიანობაში, იგი ერთმანეთს უხამებს დიზაინსა და სოციალურ მეცნიერებებს და ამ მიდგომით, პოსტსოციალისტური ევრაზიის რეგიონის მაგალითზე, შეისწავლის ნაშენ გარემოში ძალაუფლების, თანასწორობისა და კოლექტიური იდენტობის საკითხებს.

suzyharris bw.jpg
 

დავით გოგიშვილი, პარტნიორი |  BA, MGeog, PhD
gogishvili@collectivedomain.com

დავითი „კოლექტიური სივრცის“ თანადამაარსებელი და ლოზანის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ურბანული კვლევების ჯგუფის უფროსი მკვლევარია. მანამდე, იგი მალმიოს უნივერსიტეტის (შვედეთი) ურბანული კვლევების დეპარტამენტში პოსტდოქტორ მკვლევრად მუშაობდა. დავითმა ურბანული კვლევებისა და რეგიონულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი გრან სასოს მეცნიერებათა ინსტიტუტში (იტალია), 2017 წელს მიიღო. იგი ასევე ფლობს საზოგადოებრივი გეოგრაფიის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ურბანული და რეგიონული დაგეგმვის მაგისტრის (სტოკჰოლმის უნივერსიტეტი) ხარისხებს. აკადემიური საქმიანობის გარდა, დავითი მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ორგანიზაციისა და ურბანული სოციალური მოძრაობების მუშაობაში, ღია მონაცემების, ღია კოდის მქონე გეომონაცემების და სამხრეთ კავკასიაში ქალაქგანვითარების სხვადასხვა საკითხების კუთხით. იგი გახლავთ საქართველოში მომუშავე ორგანიზაციების - „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ და „იარე ფეხით“ - დამაარსებელი.

 

დავით სიჭინავა, პარტნიორი |  BA, MGeog, PhD
sichinava@collectivedomain.com

დავითი „კოლექტიური სივრცის“ თანადამაარსებელი და კარლტონის უნივერსიტეტის (ოტავა კანდა) ევროპული, რუსული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის აფილირებული მკვლევარი-პროფესორია. მან საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორის ხარისხის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა, სადაც ასევე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორად მუშაობდა. იქამდე, დავითი შავი ზღვის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) ასწავლიდა. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს უთანასწორობის სოციალური, სივრცითი და დროით ასპექტებს, ქალაქგანვითარების პოლიტიკას და მასში სამოქალაქო საზოგადოების როლს. წარსულში, დავითი ასევე იყო კავკასიის კვლევითი რესურსები - საქართველოს კვლევების დირექტორი და ამჟამად Research Associates-ში ასოცირებულ მკვლევრად მუშაობს. დავითი კომუნისტური და პოსტკომუნისტური კვლევების“ ჟურნალის ასოცირებული რედაქტორიცაა, რომელსაც კალიფორნიის უნივერსიტეტი გამოსცემს.

 

დამიანო აიელო, მკვლევარი-დიზაინერი | დოქტორანტი

დამიანო ლიცენზირებული ინჟინერ-მშენებელი და კარლტონის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. იგი კარლტონის უნივერსიტეტის აზრიელის სახელობის არქიტექტურისა და ურბანიზმის სკოლაში, დოქტორობის კანდიდატია, სადაც შეისწავლის კულტურული მემკვიდრეობისა და რეპარაციების საკითხებს. დამიანომ ინჟინერ-მშენებლის ხარისხი კატანიას უნივერსიტეტში მიიღო. იგი აქტიურადაა ჩართული კარლტონის უნივერსიტეტის იმერსიული მედიის სტუდიის (CIMS) მუშაობაში, სადაც შენობათა ციფრული დოკუმენტირებისა და აღწერის პროექტებში მონაწილეობს. კარლტონის უნივერსიტეტამდე, დამიანო იტალიაში ინჟინრად მუშაობდა და მოპოვებული აქვს კატანიის უნივერსიტეტისა და მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მიერ დაწესებული მრავალი კვლევითი სტიპენდია.

 

მაიკლ მანდაკი, მკვლევარი-დიზაინერი | მ.არქ

მაიკლი „კოლექტიური სივრცის“ მკვლევარ-დიზაინერია, რომელიც სამგანზომილებიანი მოდელირების და ვიზუალური რეპრეზენტაციის საკითხებზე მუშაობს. იგი ფლობს არქიტექტორის ბაკალავრის ხარისხს ქსავიერის უნივერსიტეტიდან და ასევე არის მანიტობას უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული. იგი გახლავთ კარლტონის უნივერსიტეტის აზრიელის სახელობის არქიტექტურისა და ურბანიზმის სკოლის არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული.

 

ამრა ალაგიჩი, მკვლევარი-დიზაინერი | BAS, ურბანისტიკის ბაკალავრი

ამრა „კოლექტიური სივრცის“ მკვლევარ-დიზაინერია და ძირითადად გეოინფორმაციული სისტემების მეშვეობით კარტოგრაფირებისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის საკითხებზეა ფოკუსირებული. იგი ფლობს კარლტონის უნივერსიტეტის აზრიელის სახელობის არქიტექტურისა და ურბანიზმის სკოლის ურბანიზმის სპეციალიზაციის ბაკალავრის ხარისხს. ამრა არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის დარგში გაცემული ჰობინის პრიზის 2023 წლის ლაურეატია.