სივრცითი ანალიზი, ურბანული აქტივიზმი, არქიტექტურა და მედია საზოგადოების ინტერესში
„კოლექტიური სივრცე“ კვლევისა და დიზაინის დამოუკიდებელი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მედიისა და დიზაინის როლის კვლევას საზოგადობრივი ინტერესის მქონე პროექტებში. ჩვენი ამოცანაა დიზაინისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირის შესწავლა და დოკუმენტირება, ასევე - უკვე არსებული კვლევებისა და ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება. ჩვენს მიერ მომზადებული მასალები დიზაინის შესაძლებლობების ილუსტრაციაა, რაც ასევე აჩვენებს საკითხების მთელ რიგს, რასაც ჩვენ, როგორც მკვლევარი-დიზაინერები, შევისწავლით. გარდა კონკრეტული პროექტებისა, ვცდილობთ, წავახალისოთ დიალოგი სხვა მკვლევრებთან, აქტივისტებთან, პრაქტიკოსებთან და საზოგადოების წევრებთან, და ამით შევქმნათ თანამშრომლობის ახალი გზები.
სიუზი ჰარის-ბრანდტსი, დავით გოგიშვილი და დავით სიჭინავა
პარტნიორები
კოლექტიური სივრცე