სიახლეები

ღონისძიება სამხრეთ კავკასიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე

პარასკევი, 31 იანვარი, 2025. 9:00-12:30

ჩვენი პარტნიორი, დავით სიჭინავა ისაუბრებს ღონისძიების „სამხრეთ კავკასიაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები: სომხეთი და საქართველო გზაგასაყარზე“ ფარგლებში.

ღონისძიების აღწერა: სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკურ კვანძად გადაიქცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სადაც ამ რთულ ეთნიკურ და პოლიტიკურ ლანდშაფტში, ახალი და ტრადიციული გეოპოლიტიკური ძალები მონაწილეობენ. უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები უმნიშვნელოვანესია რუსეთის შეჭრის შემდეგ 2008 წელს საქართველოში, და უკრაინაში 2014 და 2022 წლებში, ასევე - მთიანი ყარაბაღის (არცახის) კონფლიქტის შემდგომ, 2020 და 2023 წლებში. იზრდება ინტერესი ამ ქვეყნების ტერიტორიების, რესურსებისა და მოსახლეობის მიმართ. სომხეთი უფრო მეტად მიმართავს დასავლეთს სამხედრო დახმარების მიზნით,, მაშინაც კი, თუ მისი მცდელობები რუსეთს დაუპირისპირდეს, ეწინააღმდეგება ეკონომიკური და სამხედრო ურთიერთდამოკიდებულების ისტორიას. საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია ევროპას და რუსეთისკენ აპირებს შეტრიალებას, თავისი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ. ამ სემინარის ფარგლებში განიხილება რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მრავალი ასპექტი, სამხედრო შესაძლებლობებიდან და ალიანსებიდან დაწყებული კიბერუსაფრთხოებამდე და საშინაო საკითხების ჩათვლით, რომელიც მოიცავს სასურსათო უსაფრთხოებას და კლიმატის ცვლილებას.

სემინარი ჰიბრიდული ღონისძიებაა, დამსწრეთა შეზღუდული რაოდენობით. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ქვემოთ მოცემული ფორმის გამოყენებით, პირადად ან - ონლაინ დასასწრებად.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებსაიტი…

ახალი პუბლიკაცია

5 დეკემბერი 2024

ჩვენმა პარტნიორმა, დავით სიჭინავა, EURUS-ის პროფესორ ჯეფ საჰადეოსა და მაგისტრატურის სტუდენტ ბაია კოტრიკაძესთან ერთად, გამოაქვეყნა პოლიტიკის ნარკვევი სახელწოდებით „ძალა და პროტესტი: საქართველოს მოსახლეობა ევროპული ოცნებისთვის ბრძოლაში“ აღმოსავლეთ ევროპის და ტრანსატლანტიკური ქსელის (EETN) ფარგლებში.

იხილეთ:

Sahadeo, J., Sichinava, D., & Kotrikdaze, B. (2024). Power and protest: Georgians fighting for their European dream [Policy brief]. Eastern European and Transatlantic Network.

სემინარი - უკრაინის ომის გავლენა ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პოლიტიკაზე

5 დეკემბერი 2024

ჩვენი პარტნიორი დავით სიჭინავა მიიღებს მონაწილეობას კარლტონის ჟან მონეს ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარში სახელწოდებით: „უკრაინის ომის გავლენა ევროკავშირზე და მის აღმოსავლეთ პოლიტიკაზე.“

სემინარის შესახებ:
ევროპელი და კანადელი ექსპერტები განიხილავენ, თუ როგორ აისახება რუსეთის ომი უკრაინაში ევროკავშირზე, როგორც მის შიდა, ისე საგარეო უერთიერთობებზე, მათ შორის გაფართოების, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის პოლიტიკაზე, შიდა ერთიანობასა/არაერთიანობაზე, ტრანსატლანტიკურ და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებსაიტი…

ახალი პუბლიკაცია

სექტემბერი 2024

ჩვენი პარტნიორების, სიუზენ ჰარის-ბრანდტსის, დავით გოგიშვილისა და დავით სიჭინავას სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში „სოციალური და კულტურული გეოგრაფია“

Harris-Brandts, S., Gogishvili, D., & Sichinava, D.  (2024). #SpendYourSummerInGeorgia: Popular Geopolitics and Tourism Marketing in Georgia-Russian Relations, Social and Cultural Geography, 1-19.

ღონისძიება საქართველოს არჩევნებზე

30 ოქტომბერი 2024

ჩვენი პარტნიორი დავით სიჭინავა მონაწილეობს კარლტონის უნივერსიტეტის ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სახელწოდებით: „არჩევნები საქართველოში: ევროპასა და რუსეთს შორის.“

ღონისძიების აღწერა:
26 ოქტომბრის არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს გზას: პროევროპული ორიენტაცია თუ ვლადიმერ პუტინის რუსეთთან დაკავშირებული კურსი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ნაბიჯებს დგამს სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისა და საქართველოს არალიბერალურ დემოკრატიად გარდაქმნისკენ ვიქტორ ორბანის უნგრეთის მოდელის მიხედვით. დაყოფილი, მაგრამ ძლიერი ოპოზიცია მიზნად ისახავს ევროკავშირის ინტეგრაციის გზის გაგრძელებას. უკრაინის ომი, ასევე ეკონომიკური პრობლემები, დიდ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე. შედეგების პროგნოზირება რთულია, ისევე, როგორც იმის თქმა, თუ როგორ მოიქცევიან სხვადასხვა მხარეები, განსაკუთრებით საარჩევნო მანიპულაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით. მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობენ კარლტონის ექსპერტები და საქართველოში მყოფი სპიკერები, რომლებიც განიხილავენ არჩევნების შედეგებსა და არჩევნების შემდგომ ვითარებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებსაიტი…

პანელი რუსულ მიგრაციაზე თბილისში

16 ნოემბერი 2023

რუსეთის, ევროპის და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი საქმეთა სკოლის (სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი) ორგანიზებით, სიუზენ ჰარის-ბრანდტსი და დავით სიჭინავა მონაწილეობენ პანელურ დისკუსიაში სხვა მკვლევარებთან, დოქტორ სტივენ ჯონსთან და დოქტორ იოსებ სალუქვაძესთან ერთად. დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნება რუსული მიგრაციის გავლენაზე თბილისზე.

ახალი პუბლიკაცია

ოქტომბერი 2024

ჩვენი პარტნიორის, სიუზენ ჰარის-ბრანდტსის ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალში Fabrications.

Harris-Brandts, S. (2024). Heritage Diplomacy, Neo-Ottomanism, and a Local Quest for a New Place of Worship: The Politics of Mosque Building in Batumi, Georgia. Fabrications, 34(2). Special issue: What is “shared”? Architectural Heritage in Conflict, (Guest Editors: Savia Palate and Panayiota Pyla), 1-22.

SSHRC-ის Insight გრანტი

2021 - 2026

ასისტენტ-პროფესორი სიუზენ ჰარის-ბრანდტსი, ტრენტის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად, დაჯილდოვდა კანადის სოციალური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული კვლევების საბჭოს (SSHRC) 2020 Insight გრანტით, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

152,000 დოლარის გრანტი დააფინანსებს კვლევას სახელწოდებით „ბაღები სხვაგვარად და სხვაგან: ქართული ბაღების ისტორიული და ეთნოგრაფიული შესწავლა“. პროექტი აერთიანებს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომელიც შეისწავლის ექვს ლანდშაფტურ ტიპოლოგიას საქართველოში.

წინამდებარე კვლევა აგრძელებს ჰარის-ბრანდტსის უკვე არსებულ ნაშრომებს, რომლებიც იკვლევს არქიტექტურისა და ურბანიზმის სოციალურ-პოლიტიკურ განზომილებებს საქართველოში. იგი ასევე მოიცავს ლანდშაფტის როლის ღრმა შესწავლას ქვეყნის პოლიტიკისა და სოციალური ურთიერთობების დასახასიათბლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებსაიტი…

საჯარო მრგვალი მაგიდის დისკუსია უკრაინის შესახებ

2022 წლის 2 მარტი, 13:00-დან 14:30 საათამდე (EST)

დავით სიჭინავა მონაწილეობს მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც გაიმართება 2 მარტს, 13:00 საათზე, კარლტონის უნივერსიტეტის EURUS პროგრამის ფარგლებში, სახელწოდებით: „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.“ თვეების მანძილზე მიმდინარე სამხედრო და სიტყვიერი ესკალაციის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსეთის ჯარი 24 თებერვლის დილით უკრაინაში შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია, აშკარაა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობები გრძელვადიან პერსპექტივაში ალბათ შეუქცევადად შეიცვლება. ეს მრგვალი მაგიდა განიხილავს რუსეთის ომის შედეგებს სხვადასხვა კუთხით, მათ შორის უკრაინისა და უკრაინელთა პასუხს, რუსეთის შიდა პოლიტიკას, ევროპის როლსა და პასუხს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მიღებულ გაკვეთილებს.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობენ ჯოან დე ბარდელებენი, პოლ გუდი, მილანა ნიკოლკო და დავით სიჭინავა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებსაიტი…

ახალი პუბლიკაცია

ოქტომბერი 2021

დავით სიჭინავას ტექსტი გამოქვეყნდა წიგნში Eastern Block Stories: Visualising Large Housing Estates From Post-Socialist Cities. წიგნი მოიცავს ათობით სტატიას და 60-ზე მეტ უნიკალურ ფოტოს მასობრივი საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ქალაქებიდან. წიგნის მიზანია, გაანალიზოს პოსტსოციალისტური საცხოვრებელი კომპლექსების თანამედროვე გამოწვევები და წარმოიდგინოს მათი მომავალი. საქართველოს, ბელარუსის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის და გერმანიის ისტორიებთან ერთად წიგნი მოიცავს უნიკალურ ფოტომასალას. წიგნი ხსნის აღმოსავლეთის ბლოკის მრავალფეროვნებას და მის ურბანულ კონტექსტის სიმდიდრეს სტიგმატიზებული და უცხო თვალით აღქმის მიღმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ DOM Publisher-ის ვებსაიტი…

პანელი მდგრად მშენებლობაზე

3 დეკემბერი 2021

Bosch Alumni Network-ის ორგანიზებით, სიუზენ ჰარის-ბრანდტსი მონაწილეობს ონლაინ პანელურ დისკუსიაში ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებთან, მკვლევრებთან და აქტივისტებთან, მათ შორის დოქტორ ლევენტე პოლიაკთან და დოქტორ იულია ერემენკოსთან ერთად, რომელიც ფოკუსირებულია მდგრად მშენებლობაზე.

გაიგეთ მეტი…

მრგვალი მაგიდა კვლევის მეთოდოლოგიაში

23 სექტემბერი 2021

23 სექტემბერს, 18:00 საათზე თბილისის დროით, პროექტი „თბილისი როგორც ურბანული ასამბლაჟი“ (დაფინანსებული შოთა რუსთაველის ფონდის მიერ) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა გიწვევთ ლექციაზე, რომელსაც წარუძღვებიან სიუზენ ჰარის-ბრანდტსი, კარლტონის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, და დავით სიჭინავა, კარლტონის უნივერსიტეტის ლექტორი

გაიგეთ მეტი…

საჯარო ლექცია - Trialog-ის ყოველწლიური კონფერენცია

9 სექტემბერი 2021

შეუერთდით სიუზენ ჰარის-ბრანდტს ონლაინ პანელურ დისკუსიაში თემაზე „შუალედური სამყარო“: თანამშრომლობა და კოოპერაცია დასავლურ აქტორებსა და აღმოსავლეთ ევროპის ურბანულ ინიციატივებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის,“ რომელიც ორგანიზებულია საცხოვრისისა და ურბანული განვითარების ინსტიტუტის მიერ (ერაზმუსის უნივერსიტეტი, როტერდამი, ნიდერლანდები). ღონისძიება ტარდება Trialog-ის 2021 წლის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში: ცვალებადი ხმები? ევროპული სამოქალაქო საზოგადოება გლობალური ურბანული განვითარების დისკურსში. კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იყო ექვსი სხვა მონაწილეც.

საჯარო ლექცია - მიწა და მეხსიერება

იანვარი 2021

ჩვენი პარტნიორი, სიუზენ ჰარის-ბრანდტსი, მოდერაციას უწევს პანელურ დისკუსიას მიწისა და მეხსიერების თემაზე, რომელიც ორგანიზებულია D.Talks-ის მიერ. საღამო გაიმართა კალგარის საჯარო ბიბლიოთეკასთან პარტნიორობით.

გაიგეთ მეტი…

ახალი პუბლიკაცია

დეკემბერი 2020

ჩვენი პარტნიორის, სიუზენ ჰარის-ბრანდტსის ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალში .galt! იხილეთ შემდეგი ბმული: Issue 3: Burning

SP006491.jpg

ახალი პუბლიკაცია

სექტემბერი 2020

გამოქვეყნდა ჩვენი პარტნიორის, დავით სიჭინავას ახალი ნაშრომი

Sichinava, D. (2020). Elections, Political Parties and Social Change in Georgia (2003-2016). In Jones, S.F., & MacFarlane, N. (Eds.), Georgia: From Autocracy to Democracy. University of Toronto Press

Urban Activism Cover.jpg

ახალი პუბლიკაცია

სექტემბერი 2020

გამოქვეყნდა ჩვენი პარტნიორის, დავით სიჭინავას სტატია საქალაქო აქტივიზმის შესახებ.

Rekhviashvili, L., Sichinava, D., & Berikishvili, E. (2020). Urban protest movements in Tbilisi: movements are strong, but big capital is stronger. In Dariyeva, T., & Neugebauer, C.S. (Eds.), Urban Activism in Eastern Europe and Eurasia. DOM Publishers. 

 

კოლექტიური სივრცე შეირჩა 2020 წლის თბილისის არქიტექტურის ბიენალეში მონაწილეობისათვის

აგვისტო 2020

სიხარულით ვაცხადებთ, რომ წელს მონაწილეობას მივიღებთ თბილისის არქიტექტურის ბიენალეში კატეგორიით „საგანმანათლებლო აქტივობა / ვორქშოფი,“ ჩვენი პროექტით სახელწოდებით: „თუ ააშენებ, ისინი მოვლენ.“

IMG_7976.JPG

კოლექტიური სივრცე ატარებს ექვს ფოკუს-ჯგუფს ბათუმში

იანვარი 2020

პროექტის „სოციალურ-სივრცითი საქართველო: ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარების პროექტების სოციალური გავლენა ბათუმსა და თბილისზე“ ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა ჩაატარა ექვსი ფოკუსჯგუფი ბათუმის მცხოვრებლებთან.

Greemo.JPG

კოლექტიური სივრცე მონაწილეობს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქალაქების მწვანე მობილიზაციების (GreeMo) პროექტში

ნოემბერი 2019

GreeMo კვლევითი თანამშრომლობის ფარგლებში, „კოლექტიური სივრცე“ წარადგენს კვლევას თემაზე „აქტივისტებსა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები საბჭოთა ეპოქის მონოქალაქებში“ და გაუძღვება თბილისის ქალაქის ტურების დღეს ღონისძიების მონაწილეებისთვის.

IMG_5403.JPG

კოლექტიური სივრცე ატარებს ექვს ფოკუს-ჯგუფს თბილისში

აგვისტო 2019

პროექტის „სოციალურ-სივრცითი საქართველო: ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარების პროექტების სოციალური ზეგავლენა ბათუმსა და თბილისზე“ ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა ჩაატარა ექვსი ფოკუსჯგუფი თბილისის მცხოვრებლებთან.

კოლექტიური სივრცე მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმში „მიწათსარგებლობისა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკა ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყნებში“

1-2 მარტი 2019

2019 წლის U-ფორუმის ფარგლებში, „კოლექტიური სივრცე“ წარადგენს კვლევას თემაზე „სოციალური გარდაქმნისა და ურბანული განახლების სტრატეგიების გააზრება“ და უხელმძღვანელებს რამდენიმე პანელის დისკუსიას.

გრანტის გამოცხადება

კოლექტიური სივრცე 2019 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მფლობელია

თებერვალი 2019

პროექტის ფარგლებში: „ფართომასშტაბიანი ურბანული განვითარების პროექტების სოციალური ზემოქმედება ბათუმსა და თბილისზე,“ ჩვენი გუნდი სამი წლის განმავლობაში ჩაატარებს თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევებს.

IMG_9876.JPG

კოლექტიური სივრცე ატარებს რვა ფოკუსჯგუფს წყალტუბოში

თებერვალი 2019

ადგილის მნიშვნელობის კვლევის, შენობათა რეაქტივაციისა და დევნილთა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, წყალტუბოში ჩავატარეთ რვა ფოკუსჯგუფი ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან.

ჩვენი ინფოგრაფიკები უკვე ონლაინაა ხელმისაწვდომი

ივნისი 2018

საჯარო სივრცის ეროზიის კვლევის ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ ინფროგრაფიკების შექმნა, რომელიც თბილისში ასეთი დარღვევების დოკუმენტირებას ახდენს. მონაცემები ლიცენზირებულია Creative Commons (CC) ლიცენზიის ფარგლებში

https://www.kolektiuri.com/media

ჩვენი თბილისის საჯარო სივრცეების დარღვევების მონაცემთა ბაზა ონლაინაა ხელმისაწვდომი

ივნისი 2018

საჯარო სივრცის ეროზიის კვლევის ფარგლებში, ჩვენ ახლახან დავიწყეთ ონლაინ მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელიც თბილისში ასეთი დარღვევების დოკუმენტირებას ახდენს. მონაცემები ლიცენზირებულია Creative Commons (CC) ლიცენზიის ფარგლებში

https://www.kolektiuri.com/projects-1

კოლექტიური სივრცის ვებსაიტი ხელმისაწვდომია

20 თებერვალი 2018

„კოლექტიური სივრცის“ ვებსაიტი უკვე ონლაინაა ხელმისაწვდომი!