ურბანული მობილობა

Tbilisi Cable Car Map copy.JPG
 
არქიტექტურა, ქალაქში გადაადგილება და იდეოლოგია თბილისის საბაგირო გზების მაგალითზე

თბილისი, მსოფლიო მასშტაბით, ურბანული საბაგირო გზების ინფრასტრუქტურის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს. განვითარების ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, რომელიც როგორც სოციალიზმის ისევე - კაპიტალიზმის პირობებში მიმდინარეობდა, ქალაქის საბაგირო გზების ქსელი ფართო ტერიტორიას მოიცავს და სხვადასხვა ეპოქაში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკას ასახავს. ეს ინფრასტრუქტურა ძირითადად 1953-დან 1988 წლამდე, საბჭოთა მმართველობის პერიოდში ვითარდებოდა, შემდეგ კი, 1990-იან წლებში ფუნქცია დიდწილად დაკარგა. მოგვიანებით, 2010-იანებიდან დღემდე, ქალაქის საბაგირო გზების ქსელი ნაწილობრივ ხელახლა გააქტიურდა და გაფართოვდა კიდეც, დღევანდელი ტურისტული ეკონომიკის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

თავდაპირველი საბჭოთა ეპოქის საბაგირო გზების მიზანი თბილისის მთაგორიან პერიფერიებთან დაკავშირება გახლდათ, რათა ქალაქის მცხოვრებლებს დასასვენებლად წასვლა გაადვილებოდათ. ცხადია, აღნიშნული კარგად ჯდებოდა დასვენების, ჯანმრთელობის დაცვისა და სატრანსპორტო გადაადგილების კომუნისტურ იდეოლოგიურ ჩარჩოებში. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, დასვენება-გაჯანსაღების მიზნებზე ორიენტირებული საბაგირო ქსელს ახალი ხაზები დაემატა, რომლებსაც მუშა-მოსამსახურეებისთვის ახალი მიკრორაიონებიდან ქალაქის ცენტრში გადაადგილება უნდა გაეადვილებინათ. ახალი მარშრუტები გადიოდა საცხოვრებელ უბნებზე და მგზავრებს ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან აკავშირებდათ, საიდანაც მათ უკვე რკინიგზის, ავტობუსის ან მეტროს ხაზზე გადაჯდომა შეეძლოთ. როგორც საბჭოთა მოდერნიზაციის მაგალითს, თბილისის საბაგირო გზები წარმოადგენდა მოქალაქეების სამსახურში მდგარ ახალი ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სიმბოლოს.

2010-იანი წლებიდან, როდესაც თბილისის საბაგირო გზები თავიდან გააქტიურდა და მისი გაფართოების გეგმებიც დაისახა, ამ ინფრასტრუქტურის მთავარი ამოცანა ტურისტების მოსახურება გახლდა. ხშირად, ამ სფეროში ჩართული კერძო კომპანიები ქალაქის მთავრობიდან პოლიტიკურ მხარდაჭერასაც იღებდნენ, რის დასტურიცაა რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკავშირებელი ხაზი, ასევე ახლახანს დამტკიცებული მასშტაბური პროექტი „პანორამა თბილისისთვის“. როგორც ბაზარზე ორიენტირებული ურბანული განვითარების კატალიზატორი, თბილისის საბაგირო გზები ქალაქის გარემოს ძველი ქალაქის ულამაზესი ხედების მქონე ტურისტულ ლანდშაფტად წარმოგვიდგენენ. აქედან გამომდინარე, თბილისის საბაგირო გზების ინფრასტრუქტურა დღეს დაშორებულია მის თავდაპირველ - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას და ტურისტების პრივილეგირებული მობილობის უფრო შეზღუდულ ფორმას წარმოადგენს.

ურბანულ მობილობის კუთხით ჩვენს მიერ განხორციელებული საქმიანობა მოიცავს:

Gogishvili, D., & Harris-Brandts, S. (2023). Up in the Air: Traces of Tbilisi’s Cable Cars. In Wheeler, A. (Ed.) Tbilisi: Architectural Guide, 166-178, Berlin, Germany: DOM Publishers.

Harris-Brandts, S., & Gogishvili, D. (2018). Up in the Air: Traces of Aerial Connectivity in Tbilisi. In Neuburg, K., Pranz,, S., Tseretelli, W., et al. (eds.), Tbilisi: Archive of Transition. Niggli Verlag Publishers. Salenstein, Switzerland.

Harris-Brandts, S., & Gogishvili, D. (2018). Tbilisi’s Cable Car Network. In Manning, Paul (ed.), Reassembling the City; Tbilisi from Safavid Persia to Postsocialism, SSHRC Research.

Harris-Brandts, S., & Gogishvili, D. (2018). Tbilisi’s Cable Car Network. In Manning, Paul (ed.), Reassembling the City; Tbilisi from Safavid Persia to Postsocialism, SSHRC Research.

The Marshrutka Project: Fluid mobilities for cities in transformation: spatial dynamics of marshrutkas in Central Asia and the Caucasus

The Marshrutka Project: Fluid mobilities for cities in transformation: spatial dynamics of marshrutkas in Central Asia and the Caucasus

Harris-Brandts, S., & Gogishvili, D. (2020). Lofty ideals in aerial connectivity: ideology in the urban cable car network of Tbilisi, Georgia. Eurasian Geography and Economics, 1-31.

Harris-Brandts, S., & Gogishvili, D. (2020). Lofty ideals in aerial connectivity: ideology in the urban cable car network of Tbilisi, Georgia. Eurasian Geography and Economics, 1-31.

კვლევების სრული ჩამონათვალი

პუბლიკაციები

Gogishvili, D., & Harris-Brandts, S. (2023). Up in the Air: Traces of Tbilisi’s Cable Cars. In Wheeler, A. (Ed.) Tbilisi: Architectural Guide, 166-178, Berlin, Germany: DOM Publishers.

Harris-Brandts, S., & Gogishvili, D. (2020). Lofty Ideals in Aerial Connectivity: Ideology in the Urban Cable Car Network of Tbilisi, Georgia. Eurasian Geography & Economics, 65 (3), 289-319.

Harris-Brandts, S., & Gogishvili, D. (2018). Up in the Air: Traces of Aerial Connectivity in Tbilisi. In Neuburg, K., Pranz,, S., Tseretelli, W., et al. (eds.), Tbilisi: Archive of Transition. 94-102. Niggli Verlag Publishers. Salenstein, Switzerland.