~თბილისის არქიტექტურული ბიენალე 2020 - რა გვაქვს საერთო? ~

[სემინარი და გამოფენა]

„ააგე და ისინი მოვლენ”
როგორ დავაახლოვოთ ერთმანეთთან მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს შორის არსებული განსხვავებები?

 
 

„კოლექტიური სივრცე“ აწყობს უფასო, ორდღიან სემინარსა და ონლაინ-გამოფენას, 2020 წლის „თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში გაიმართება“. „ააგე და ისინი მოვლენ“ მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს პროფესიონალ არქიტექტორებსა და ქალაქების მკვლევრებს, ერთმანეთისთვის ადგილების ანალიზის (site analysis) მეთოდების გაზიარების მიზნით. ამ სემინარის ორგანიზება იმ ფაქტითაა ნაკარნახევი, რომ დისციპლინებს შორის თანაკვეთის უამრავი წერტილის არსებობის მიუხედავად, პროფესიონალი არქიტექტორები და ქალაქის მკვლევრები იშვიათად თანამშრომლობენ, ან - სწავლობენ ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, თითქოს არქიტექტორ-დიზაინერები აგებენ ქალაქს, ხოლო აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შედეგებს პოსტ-ფაქტუმ სწავლობენ. ვაღიარებთ რა ამ კავშირების არარსებობას და ამასთან, ვიზიარებთ თანამშრომლობის დიდ პოტენციალს, ამ სემინარის ფარგლებში ვეცდებით, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ორი დისციპლინის წარმომადგენლები. ღონისძიების ამოცანაა, შეავსოს პრაქტიკოსებსა და მკვლევრებს შორის არსებული დაყოფა და მოიძიოს ის გზები, რომლის მეშვეობითაც არქიტექტორები და ქალაქის მკვლევრები ერთმანეთისგან უფრო მეტს შეიძენენ. სემინარი ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ადგილის ანალიზისადმი სხვადასხვა მეთოდოლოგიური მიდგომები და შეიქმნება პლატფორმა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

სემინარი ჩატარდება ონლაინ-ფორმით:

2020 წლის 26 ოქტომბერს (ორშაბათი, თბილისის დროით 14:00-19:00)

2020 წლის 27 ოქტომბერს (ორშაბათი, თბილისის დროით 14:00-19:00)

დეტალური ინფორმაცია სემინარის შესახებ

- მონაწილეები ორივე სესიის მუშაობაში უნდა ჩაერთნონ.

- ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია.

- მონაწილეებმა 15-იანი ონლაინ-პრეზენტაცია უნდა მოამზადონ, სადაც აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ადგილის ანალიზისადმი თავიანთ მიდგომებს გააცნობენ

- ღონისძიების მონაწილეებმა, სემინარის გამართვამდე ერთი კვირით ადრე, ადგილის ანალიზისადმი საკუთარი მიდგომის ამსახველი A0 ზომის (841×1189 მმ) ციფრული პოსტერი უნდა მოამზადონ. პოსტერი განთავსდება ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომ ციფრულ საგამოფენო სივრცეში როგორც სემინარამდე, ასევე ღონისძიების შემდეგ. ორგანიზატორები საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეებს პოსტერის ფორმატირებაში დაეხმარებიან.

- სემინარისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა (ZOOM) მონაწილეთათვის

უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

განაცხადის მომზადება (ბოლო ვადა - 2020 წლის 30 სექტემბერი) ***განაცხადების მიღება დასრულებულია

დასაშვებია როგორც ინდივიდუალური, ასევე - ჯგუფური განაცხადები. ამ უკანასკნელების (მაგალითად - არქიტექტურული ოფისების) შემთხვევაში, სასურველია, 1-3 წარმომადგენელმა მიიღოს მონაწილეობა.

აპლიკანტებს შეაფასებენ „კოლექტიური სივრცისა“ და თბილისის არქიტექტურული ბიენალეს საორგანიზაციო კომიტეტის წევრები. ჟიური პოტენციურ მონაწილეებს სემინარის თემასთან მომზადებული განაცხადის რელევანტურობის საფუძველზე შეარჩევს. ღონისძიებისთვის არქიტექტორთა და ქალაქების მკვლევართა დაახლოებით თანაბარი რაოდენობა შეირჩევა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. მოთხოვნას არ წარმოადგენს აკადემიურ ინსტიტუტებთან ან - საკუთარი პროფესიული ოფისის ქონა.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ამ მარტივი ონლაინ-ფორმის მეშვეობით. აპლიკაციაში მონაწილეებმა უნდა დაახასიათონ ადგილის ანალიზისადმი საკუთარი მიდგომა და მოიყვანონ იმ პროექტის მაგალითი, რომელიც გამოფენასა და სემინარზე იქნება წარმოდგენილი.

აპლიკაციების შეტანის ბოლო ვადა 2020 წლის 30 სექტემბერია.

საავტორო უფლებები.

პროექტის მონაწილეები შეინარჩუნებენ ყველა უფლებას თავიანთ იდეებსა და დიზაინზე. ბიენალე იტოვებს უფლებას, მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრების/კვლევის მასალების ბეჭდური და ციფრული ვერსიები ავტორის მითითებით გამოიყენოს. შერჩეული პროექტების გაყიდვის პოტენციალის არსებობის შემთხვევაში, გამარჯვებულ ავტორთან გაფორმებულ კონტრაქტს დაემატება პუნქტი ბიენალესთვის საკომისიო გადასახადის პირობების შესახებ. გამოგზავნილი განაცხადები და დამატებითი მასალები (აღწერა, ბიუჯეტი, ჩანახატები/ფოტოები/ რენდერები) თბილისის არქიტექტურის ბიენალეს არქივში შეინახება და მესამე პირებს არ გადაეცემა.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: workshop@kolektiuri.com

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ვებგვერდი: www.kolektiuri.com/tab2020-workshop

TAB 2020 პლატფორმის წინასწარი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ამ მისამართზე.

სამუშაო შეხვედრის/ვორკშოპის პარტნიორია პროექტი Geclose2EU, რომელსაც ახორციელებს EPRC შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. თბილისის არქიტექტურის ბიენალეს თანადაფინასებას უზრუნველყოფს ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.